ახალი ამბები

სამიდან ორი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა – ენდელაძე

28 სექტემბერი, 2020 • 1287
სამიდან ორი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა – ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, მარინა ენდელაძის თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა. ენდელაძის თქმით, სამივე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი და სხვა. გარდაცვლილები არიან 65 და 70 წლის კაცები და 57 წლის ქალი.

“ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მეორეს ინსულტი, ორმხირივ მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისშიც გარდაიცვალა ერთი 57 წლის ქალი. მასაც ჰქონდა თანმხლები დაავადებები. მის შემთხვევაში განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა,” – აცხადებს ენდელაძე.

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა და ჯამში მათი რაოდენობა 31 გარხდა. 28 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 298 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 5 552-ს მიაღწია. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის  3 400-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 800 პირი გადაყვანილია კოვიდსასტუმროებში, დანარჩენები კი მკურნალობას კლინიკებში განაგრძობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი