ახალი ამბები

კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

28 სექტემბერი, 2020 •
კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა, ჯამში,  31 გახდა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ StopCov-ზე გამოქვეყნდა.

28 სექტემბრის 10:30 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 298 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 5 552-ს მიაღწია.

სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა 148 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 2 054-ს მიაღწია.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის  3 400-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 800 პირი გადაყვანილია კოვიდსასტუმროებში, დანარჩენები კი მკურნალობას კლინიკებში განაგრძობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი