ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 298 შემთხვევა – 28 სექტემბერი

28 სექტემბერი, 2020 •
გამოვლინდა კორონავირუსის 298 შემთხვევა – 28 სექტემბერი

28 სექტემბრის 10:30 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 298 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 5 552-ს მიაღწია.

სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა 148 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 2 054-ს მიაღწია.

დღეის მონაცემებით, გარდაცვლილია 31 პაციენტი.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის  3 400-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 800 პირი გადაყვანილია კოვიდსასტუმროებში, დანარჩენები კი მკურნალობას კლინიკებში განაგრძობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი