სულ ცოტა ხნის წინ სომხური ონლაინ-გამოცემები „დაჰაკეს“.

„დაჰაკულ“ საიტებს შორის არის news.am, რომელიც აქტიურად აშუქებს სომხეთსა და ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს 4 ენაზე; ასევე, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება hetq.am და სხვა ვებსაიტები: 1in.am, armtimes.am, mediamax.am

ვებგვერდზე შესულ მომხმარებელს ახალი ამბების ნაცვლად ხვდებათ წარწერა: „დაჰაკულია ყარაბაღის ჰაკერთა ჯგუფის მიერ“, შემდეგ კი ილჰამ ალიევის ვიდეომიმართვაა ატვირთული, სადაც ის აცხადებს, რომ „ყარაბაღი აზერბაიჯანია“. იგივე სიტყვები დიდი ასოებითაა დაწერილი.

ჯერჯერობით საიტის ადმინისტრაციებს განცხადებები არ გაუვრცელებიათ.

განახლება, 19:40 — news.am-ზე წვდომა რამდენიმე წუთში აღდგდა.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა.

მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთსა და ყარაბაღში საყოველთაო მობილიზებაა გამოცხადებული.

აზერბაიჯანი საუბრობს „ოპერაციაზე სრულ ფრონტზე“.

ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ