ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს

27 სექტემბერი, 2020 • 1244
აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს

ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების გამწვავების ფონზე, აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს და რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დააწესეს.

საომარი მდგომარეიბის გამოცხადების შესახებ განკარგულება პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოსცა და პარლამენტმა დაახლობით 18:00 საათისთვის დაამტკიცა.

დღეს დილას მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო სომხეთის მთავრობამ და ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებამ.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა.

მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთში და ყარაბაღში საყოველთაო მობილიზებაა გამოცხადებული. აზერბაიჯანი საუბრობს „ოპერაციაზე სრულ ფრონტზე“.

გაიგეთ მეტი:

ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი