ახალი ამბები

როგორ ნაწილდება კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

27 სექტემბერი, 2020 • 1140
როგორ ნაწილდება კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რეგიონებისდა მიხედვით როგორ ნაწილდება კორონავირუსის 294 შემთხვევა საქართველოში.

ენდელაძის ინფორმაციის თანახმად, 294 შემთხვევიდან უმეტესობა, აჭარაში დადასტურდა. ზუსტი გადანაწილება კი გამოიყურება ასე:

  • აჭარა – 193 შემთხვევა
  • თბილისი – 43 შემთხვევა
  • გურია- 16 შემთხვევა
  • იმერეთი – 14 შემთხვევა
  • სამეგრელო-ზემო-სვანეთი – 11 შემთხვევა
  • სამცხე-ჯავახეთი – 5 შემთხვევა
  • ქვემო ქართლი – 5 შემთხვევა
  • შიდა ქართლი – 4 შემთხვევა
  • კახეთი – 2 შემთხვევა
  • მცხეთა-მთიანეთი – 1 შემთხვევა.

როგორც ენდელაძე განმარტავს, 3320 აქტიური პაციენტისგან, რომელიც ახლა კორონავირუსისგან მკურნალობს, 20 პაციენტი კრიტიკულია, 20-დან 17 კი მართვით სუნთქვაზეა მიერთებული.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 87 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 5254 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 1906 გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 პაციენტი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი