აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გარდაცვლილი რუთ ბეიდერ გინსბურგის ვაკანტურ ადგილას აშშ-ის კონგრესის სენატს ემი ქოუნი ბარეტი წარუდგინა.
ვინ არის ბარეტი?
48 წლის ბარეტი, რომელიც ამჟამად მეშვიდე ფედერალური ოლქის სააპელაციო მოსამართლეა, უზენაესი სასამართლოს ასევე გარდაცვლილი წევრის — „კონსერვატიული ფრთის“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლის, ანტონინ სკალიას დამხმარე იყო. ის, როგორც მინიმუმ, მიიჩნევს, რომ უზენაესმა სასამართლომ შეიძლება გადახედოს აბორტის ლეგალიზების საქმეს [Roe v. Wade, 1973].
გინსბურგის შემცვლელის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და ბარეტის შანსებზე გირჩევთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:
გარეკანის ფოტო: Robert Franklin/South Bend Tribune via AP
დაპირისპირება მოსამართლე გინსბურგის შემცვლელის გამო – რა შეიძლება მოხდეს?