თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 17 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან, ენდელაძის თქმით, ყველაზე დიდი რაოდენობა – 166 – კვლავ აჭარაზე მოდის. 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იმერეთში და 41 – თბილისში.
26 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 960 შეადგინა.