26 სექტემბერი: კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

26 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 960 შეადგინა. 60-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 1819 გახდა. კორონავირუსით გარდაცვლილია 27 პაციენტი. ამ დროისთვის სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 836 ადამიანი, 781 კი გადაყვანილია კოვიდ სასტუმროში. 5 584 კარანტინის რეჟიმში იმყოფება.