ახალი ამბები

საზმაუს დირექტორად ბერძენიშვილი აირჩიეს

25 სექტემბერი, 2020 • 1952
საზმაუს დირექტორად ბერძენიშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერლაურ დირექტორად 6 წლის ვადით თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ მიიღო.

თინათინ ბერძენიშვილმა სამეურვეო საბჭოს 9 წევრიდან 8-ის ხმა მიიღო, მეორე კანდიდატმა ხათუნა ლაგაზიძემ – 1 ხმა. ირმა სოხაძეს მხარი არცერთმა წევრმა არ დაუჭირა. ლაგაზიძეს მხარი ზაზა აბაშიძემ დაუჭირა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ბოლო ტურში მონაწილეობას სამი ადამიანი აგრძელებდა: 1. ირმა სოხაძე; 2. ხათუნა ლაგაზიძე და 3. თინათინ ბერძენიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის შესარჩევი კონკურსიდან ალექსანდრე ვახატნგოვმა საკუთარი კანდიდატურა 24 სექტემბერს მოხსნა.

კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც დირექტორის თანამდებობა ვასილ მაღლაფერიძემ დატოვა. თინათინ ბერძენიშვილი მაღლაფერიძის გადადგომის შემდეგ მაუწყებელში დირექტორის მოვალეობებს ასრულებდა.

ნახეთ მეტი

რეიტინგი აცდენილია რეალობას — ბერძენიშვილი საზმაუს რეიტინგებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი