ახალი ამბები

დავით ფურცხვანიძე დააკავეს

25 სექტემბერი, 2020 • 1599
დავით ფურცხვანიძე დააკავეს

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილის ე.წ. სატელიტის ფოტოები მიაწოდა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს ფურცხვანიძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა.

მის დაკავებაზე ჯერჯერობით არ აკეთებენ კომენტარს პროკურატურაში, ნეტგაზეთს მხოლოდ ის უთხრეს, რომ 14:00 საათზე მთავრ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

18 სექტემბერს მიხეილ რამიშვილმა დაასახელა პირი, ვისგანაც მიიღო „სატელიტის ფოტოები“, რომლის თანახმადაც გაუჩინარების მეორე დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ იყო იმ ადგილას, სადაც იპოვეს.

ეს ვერსია პროკურატურის ვერსიას ეწინააღმდეგებოდა და ამძაფრებდა ეჭვს, რომ ბაჩალიაშვილი, შესაძლოა, მოეკლათ და მისი ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ მიეტანათ პოვნის ადგილას.

პროკურატურამ განაცხადა, რომ „სატელიტის ფოტოები“ „დილეტანტურად“ იყო გაყალბებული.

რამიშვილის წყაროს სახელია დავით ფურცხვანიძე, რომელიც, თავის მხრივ, საკუთარ წყაროს არც „ნეტგაზეთთან“ ასახელებს და ამბობს, რომ არც გამოძიებას დაუსახელებს.

ფურცხვანიძე ასევე ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმე „დიდი საქმის“ ნაწილია, რომელსაც იძიებს და რომელიც „ჯერჯერობით პროცესშია“.

გაიგეთ მეტი დავით ფურცხვანიძეზე

ვინ არის პირი, ვინც რამიშვილს „სატელიტის კადრები“ მიაწოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი