ახალი ამბები

წინასაარჩევნოდ ყველა საქმეზე იქნება მკაცრი რეაგირება – გომელაური

25 სექტემბერი, 2020 • 680
წინასაარჩევნოდ ყველა საქმეზე იქნება მკაცრი რეაგირება – გომელაური

საქართველოს შინაგანი საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ წინასაარჩენვოდ ყველა საქმეზე უწყებას მკაცრი რეაგირება ექნება.

გომელაურს დღეს ჟურნალისტებმა პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა იმ განცხადებებზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია წინასაარჩევნოდ ძალადობის თუ შევიწროების სამიზნე ხდება.

მინისტრმა ამაზე უპასუხა, რომ ვერ დაუსახელებდნენ ვერც ერთ არჩევნებს, რა დროსაც არ იყო განცხადებები, რომ აი, თავდასხმები ხდება, არ იძიებს პოლიცია, მმართველი ძალა და ა.შ.

„ვერც ერთ საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ არ მოხდა რეაგირება, არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და, შესაბამისად, არ მოხდა მათი გამოკითხვა და ა.შ. ვერც 2018-ში, ვერც 2016-ში და ვერც ადრე. ხდება რეაგირება, რა თქმა უნდა, თუმცა, შემდეგ სამართლებრივად როგორ შეაფასებს სასამართლო, იმისდა მიხედვით ხდება მათი დასჯა.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ახლაც და ამ ერთი თვის განმავლობაში და იმ დროშიც, რომელიც დასჭირდება არჩევნების დამთავრებას, ყველა საქმეზე იქნება მკაცრი რეაგირება“, – განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ იტყვის, რომ შსს-ს რეაგირება არ ჰქონია, არ ყოფილა დაკითხვა ან დაბარება.


თბილისში დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი გაიმართა.

ფორუმზე სამთავრობო უწყებებმა და დიპლომატიურმა კოპრუსმა იმ მექანიზმების გაუმჯობესებაზე უნდა იმსჯელონ, რომელიც საქართველოს კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი