ახალი ამბები

კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

25 სექტემბერი, 2020 • 766
კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

დღეს, 25 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ გვერდზე, StopCov-ზე გამოქვეყნდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით,  გარდაცვლილი პაციენტია 54 წლის კაცი, რომელიც საავადმყოფოში 20 სექტემბერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში.

სამინისტროსვე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდუკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 265 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 4 664-ს მიაღწია. გარდა ამისა, 54-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 1 759  გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსი ამ დროისათვის უდასტურდება 2 880 ადამიანს, საიდანაც 781 კოვიდსასტუმროებშია მოთავსებული, დანანრჩენებს კი კლინიკებში მკურნალობენ.

დღევანდელი შემთხვევების უმრავლესობა კვლავ აჭარაზე მოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი