ახალი ამბები

ფეისბუკმა რუსეთთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები წაშალა

25 სექტემბერი, 2020 •
ფეისბუკმა რუსეთთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები წაშალა

ფეისბუკმა რუსეთთან დაკავშირებული ყალბი გვერდების სამი ქსელი წაშალა, რომელთა სამიზნეს სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო წარმოადგენდა.

წაშლილ ანგარიშებს შორის 214 მომხმარებელი, 35 გვერდი, 18 ჯგუფი და 34 ინსტაგრამ ანგარიშია. კომპანიის განცხადებით, ისინი წაშალეს უცხო ქვეყნის ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ კოორდინირებული, არაავთენტური ქცევის გამო.

ანგარიშები რუსეთში იყო შექმნილი და ძირითადად მათი აქტივობები მიმართული იყო სირიასა და უკრაინაზე, შედარებით ნაკლებად კი- თურქეთზე, იაპონიაზე, სომხეთზე, საქართველოზე, ბელარუსზე, მოლდოვაზე, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ზე.

წაშლილი გვერდების ნაწილი თავს ახალი ამბების სააგენტოდ ასაღებდა, ნაწილი კი ფეიკ ანგარიში იყო. ისინი ინფორმაციას რამდენიმე ენაზე ავრცელებდნენ, მათ შორის, ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად და არაბულად.

თემებს შორის კი, რომლებზეც პოსტავდნენ, იყო სირიის სამოქალაქო ომი, თურქეთის შიდა პოლტიკია, გეოპოლიტიკური საკითხები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ნატო, ომი უკრაინაში და პოლიტიკური საკითხები ბალტიისპირეთში, საქართველოში, სომხეთში,  უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აშშ-ში.

Facebook-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ ყველაფრის უკან იდგნენ, საკუთარი იდენტობის დაფარვა სცადეს, გამოძიებით დგინდება, რომ ეს კლასტერები რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებთან არის დაკავშირებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი