ახალი ამბები

ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას ხვალ ველოდებით — სუსი

24 სექტემბერი, 2020 • 794
ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას ხვალ ველოდებით — სუსი

სამხრეთ ოსეთში „ღამურებით ვაჭრობაში“ ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას ხვალ, 25 სექტემბერს ელოდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განუცხადა.

“გვაქვს პოზიტიური სიგნალი ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით და ეს არის შედეგი იმ დიდი მუშაობის, რაც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა გასწიეს და ასევე, ამ პროცესში ჩართულმა ყველა უწყებამ. [ხვალ ათავისუფლებენ] ამას ვგულისხმობდი პოზიტიურ სიგნალში”, — განაცხადა ირაკლი ანთიძემ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 16 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით 3 ივლისს დააკავეს,  დაინტერესებული იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბინადარი ღამურებით, რომლებიც 5-10 ათას აშშ დოლარად „ლუგარის ლაბორატორიისთვის“ უნდა გაეყიდა. ბრალდებას თბილისში აბსურდულს უწოდებენ.

21 აგვისტოს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი