ნეტგაზეთი | ბაღებში მეტი რისკებია, რაღაც პერიოდი გვჭირდება მათ სრულად მოსამზადებლად — მეზვრიშვილი ბაღებში მეტი რისკებია, რაღაც პერიოდი გვჭირდება მათ სრულად მოსამზადებლად — მეზვრიშვილი – Netgazeti
RU | GE  

ბაღებში მეტი რისკებია, რაღაც პერიოდი გვჭირდება მათ სრულად მოსამზადებლად — მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის თქმით,  ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ბაღების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყეტილება უახლოეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე  იქნება მიღებული.

„ამ საკითხზე [ბაღების გახსნაზე] მსჯელობა დღესაც გაიმართა. უბრალოდ, გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა. ვაგრძელებთ ამ საკითხზე მსჯელობას. დღის წესრიგიდან ეს საკითხი მოხსნილი  არ არის.  უბრალოდ, იქ [ბაღებში] მეტი რისკებია, ამ რისკებს ვითვალისწინებთ. გასაგებია, რომ მშობლებს გარკვეული ობიექტური წუხილები აქვთ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა დღის წესრიგში ეს საკითხი დგას”, — განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, ზოგიერთი ბაღი მეტადაა მომზადებული, ზოგიერთი – ნაკლებად და რაღაც პერიოდია საჭირო იმისთვის, რომ ბაღების მომზადება სრულად უზრუნველყონ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი