ახალი ამბები

დღეის მდგომარეობით აჭარაში 80 საწოლი თავისუფალია – გამყრელიძე

24 სექტემბერი, 2020 • 608
დღეის მდგომარეობით აჭარაში 80 საწოლი თავისუფალია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აჭარაში, ჯამში, 600-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, დღეის მდგომარეობით კი 80 საწოლი თავისუფალია. ასე უპასუხა გამყრელიძემ კითხვას იმის შესახებ, რომ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა აღემატებოდა საწოლების რაოდენობას:

“ქვეყანაში მთლიანად ამ ეტაპზე მობილიზებული 3 100 საწოლია. აქედან აჭარაში არის 620 ან 630, შესაძლოა რიცხვი მეშლება. დღეს, ახლა ჩვენ რომ ვსაუბრობთ, 80 საწოლი აჭარაში თავისუფალია.”

სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე აჭარაში იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა. ბოლო დღეებში აჭარაში შეინიშნება ახალი შემთხვევების მატება. დღეს რეგიონში  164 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი