ახალი ამბები

უნივერსიტეტებში სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება

24 სექტემბერი, 2020 • 2276
უნივერსიტეტებში სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება

თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში არსებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა პირველი ოქტომბრიდან კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.

გარდა ამისა, დისტანციურად გაგრძელდება სწავლა აჭარაში არსებულ ყველა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში. ამის შესახებ დღეს, 24 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მთავრობისვე გადაწყვეტილებით, საქართველოს ქალაქების ნაწილში სწავლა მხოლოდ I-VI კლასელებისთვის განახლდება საკლასო ოთახებში.

ნახეთ სრულად:

სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ I-VI კლასებისთვის დაიწყება

მასალების გადაბეჭდვის წესი