ახალი ამბები

სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ I-VI კლასებისთვის დაიწყება

24 სექტემბერი, 2020 • 2067
სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ I-VI კლასებისთვის დაიწყება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში – სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება მხოლოდ I-VI კლასელი ბავშვებისთვის.

რაც შეეხება ფოთსა და გორს, ამ ქალაქებში ყველა კლასის მოსწავლეები დაბრუნდებიან სკოლებში. სწავლა ისევ შეზღუდულად, ონლაინ რეჟიმში წარიმართება აჭარის სკოლებში და ჯერ უცნობია, როდის შეძლებენ ბავშვები საკლასო ოთახებში დაბრუნებას.

საქართველოს დანარჩენ ქალაქებსა და სოფლებში სწავლა ჩვეულებრივ, საკლასო ოთახებში გაგრძელდება ყველა კლასისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი