ახალი ამბები

„დარჩი სახლში“ პრინციპი ისევ ავამოქმედოთ აჭარაში – გამყრელიძე

24 სექტემბერი, 2020 • 2119
„დარჩი სახლში“ პრინციპი ისევ ავამოქმედოთ აჭარაში – გამყრელიძე

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აჭარაში კვლავ უნდა ამოქმედდეს „დარჩი სახლში“ პრინციპი.

„აჭარაში რადგან ჩვენ მაღალი გვაქვს ინფიცირების მაჩვენებელი, ის, რაც ჩვენ გვქონდა გაზაფხულზე, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის – „დარჩი სახლში“ პრინციპი ავამოქმედოთ ისევ აჭარაში და მაქსიმალური დისტანციური მუშაობა“, – განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, სანამ აჭარაში სიტუაცია დასტაბილურდება – „სასრუველია, რომ მობილობა დაეცეს. რა თქმა უნდა, არავინ არავის დააჯარიმებს, მაგრამ სასურველია, რომ „დარჩი სახლში“ პრინციპმა აჭარაში იმუშაოს“.

გამყრელიძემ ასევე მოუწოდა მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვას დისტანციისა და ჰიგიენის წესები, ხოლო თუ მოქალაქეს Covid 19-ით ინფიცირებულ პირთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადავიდეს და შემდგომი ინსტრუქციებისთვის 112-ს დაუკავშირდეს.


24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4 399 გახდა. ოფიციალური ინფორმაცითვე, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1 705-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 26 პაციენტი.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/302195/

მასალების გადაბეჭდვის წესი