ახალი ამბები

კორონავირუსით ინფიცირებული 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

24 სექტემბერი, 2020 • 1176
კორონავირუსით ინფიცირებული 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული 26-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გარდაცვალების მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს 0.57%, გვქონდა დღეს დილისთვის 25, სამწუხაროდ, დაგვემატა ერთი ბათუმში. სულ 26 პაციენტია გარდაცვლილი. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა, ყველა მათგანი იყო უმძიმესი პაციენტი, რომელიც იმყოფებოდნენ ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პაციენტი 70 წლის იყო და თანხმლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციითვე, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 70-მდე პაციენტია, რომლის მდგომარეობაც მძიმეა – „ ზოგადად, ქვეყანაში 11 კრიტიკული პაციენტია“.


24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაა 4 399. ოფიციალური ინფორმაცითვე, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1 705-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 26 პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი