ახალი ამბები

„ძალა ერთობაშიამ“ ნანუკა ჟორჟოლიანი მაჟორიტარად წარადგინა სამტრედია-წყალტუბოში

23 სექტემბერი, 2020 • 2138
„ძალა ერთობაშიამ“ ნანუკა ჟორჟოლიანი მაჟორიტარად წარადგინა სამტრედია-წყალტუბოში

„ძალა ერთობაშიამ“, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აერთიანებს, მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატად „მთავარი არხის“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა.

ის წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის ოლქში იყრის კენჭს. როგორც მისი წარდგენისას ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ჟორჟოლიანი უახლოეს პერიოდში დაიწყებს საარჩევნო კამპანიას.

ამ ოლქში „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე დასახელებული ჰყავდა დევი ჭანკოტაძე. მისი კანდიდატურა ვანო მერაბიშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუკზე 20 აგვისტოს და პარტიის პრესსამსახურმა „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა.

ვაშაძე, ჟორჟოლიანი, ზოდელავა და სხვები – „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატები

ვაშაძე, ჟორჟოლიანი, ზოდელავა და სხვები – „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატები

მასალების გადაბეჭდვის წესი