ახალი ამბები

ხაიშის სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

23 სექტემბერი, 2020 • 692
ხაიშის სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხაიშის სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა, მოსწავლეების ინფიცირების წყარო ქობულეთიდან მოწვეული მასწავლებელია, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.

მალხად თორიას განცხადებით, ამ დროისთვის ხაიშის სკოლა სრულად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.

საქართველოში 23 სექტემბერს კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4 140 გახდა, მათ შორის, გარდაცვლილია 25 ადამიანი.

69-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენოდა და 1 643 გახდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 500-მდე აქტიური შემთხვეაა, საიდანაც 640 კოვიდ სასტუმროებშია მოთავსებული (უსიმპტომო პაციენტები), დანარჩენებს კი კლინიკებში მკურნალობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი