ახალი ამბები

ზუგდიდის მერიის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

23 სექტემბერი, 2020 •
ზუგდიდის მერიის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის მერიის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მინიმალურია ინფიცირებულების სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი.

“მერიაში აქამდეც ვიყავით დისტანციურ რეჟიმზე გადასული და მხოლოდ 30%-იანი დატვირთვით ვმუშაობდით. შესაბამისად, ამ თანამშრომლების კონტაქტი დანარჩენ თანამშრომლებთან არის მინიმალური. თუმცა ჩვენ ვატარებთ ყველა ზომას, რათა მაქსიმალურად მოხდეს გამოვლენა ყველა შესაძლო შემთხვევის, უტარდებათ თანამშრომლებს ტესტირება, ასევე ხდება ადმინისტრაციული შენობის დეზინფექცია”, — განაცხადა გეგა შენგელიამ.

საქართველოში 23 სექტემბერს კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4140 გახდა, მათ შორის გარდაცვლილია 25 ადამიანი.

69-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოედენოდა და 1 643 გახდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 5390 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 და კოვიდ სასტუმროში იმყოფება 640 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი