ახალი ამბები

ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა

23 სექტემბერი, 2020 • 2116
ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სამგზავრო ავტობუსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევა 22 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ქვეითი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი