22 სექტემბერს აფხაზეთში 918 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი 59 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ რეგიონალურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 98 ადამიანია მოთავსებული, მათგან 7 მძიმე მდგომარეობაშია, საშუალო სიმძიმისაა 31 პაციენტის მდგომარეობა, 6 კი კლინიკიდან გაწერეს.
საქართველო უნდობლობას უცხადებს დე ფაქტო მთავრობის ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს.