ახალი ამბები

იუსტიციის სახლთან დღეს და ხვალ კოვიდზე ტესტირება ტარდება – გამყრელიძე

22 სექტემბერი, 2020 • 996
იუსტიციის სახლთან დღეს და ხვალ კოვიდზე ტესტირება ტარდება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, იუსტიციის სახლის უკან მოწყობილია სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია კორონავირუსზე ტესტის გაკეთება. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენ გვინდა გავზომოთ თბილისში ინფექციის ცირკულირების ინტენსივობა. იუსტიციის სახლის უკანა მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, დღეს და ხვალ იქნებიან ნიმუშის ამღებები და ვისაც გსურთ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ, აიღოთ იქ ნიმუში და მეორე დღეს გექნებათ პასუხი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, სასურველია, რომ აღნიშნული ტესტი 1 000-მა ადამიანმა გაიკეთოს, რათა დაავადებათა კონტორლის ეროვნულმა ცენტრმა თბილისში ვირუსის ინტენსივობის გაზომვა შეძლონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი