ახალი ამბები

დიღომში ახალი კლასტერი დაბადების დღეს უკავშირდება – გამყრელიძე

22 სექტემბერი, 2020 • 902
დიღომში ახალი კლასტერი დაბადების დღეს უკავშირდება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სოფელ დიღომში ახალი კლასტერი გაჩნდა, რომელიც დაბადების დღის წვეულებას უკავშირდება.

“გვაქვს თბილისში კლასტერი სოფელ დიღომში. როგორც ინფორმაცია მაქვს, ეს დაბადების დღეს უკავშირდება. [შეიკრიბდნენ] კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები. ინფიცირება მოხდა, თუმცა მათი ყველა კონტაქტი გამოკვლელულია. თავად ესენიც გამოკვლეულები არიან და ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია”, – თქვა გამყრელიძემ.

დღეს, 22 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი – 218 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო რამდენიმე კვირის მსგავსად, ყველაზე მეტი ინფიცირებული აჭარაშია, თუმცა ბოლო 24 საათში აჭარის შემდეგ ყველაზე მეტი – 47 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. დღესვე ცნობილი გახდა კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის გარდაცვალების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი