ახალი ამბები

კორონავირუსით ინფიცირებული 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

22 სექტემბერი, 2020 •
კორონავირუსით ინფიცირებული 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

დაავადებათა ცენტრის ეროვნული დირექოტირის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 23-ე პაციენტი დღეს გარდაიცვალა.

გამყრელიძემ დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ – „იყო ძალიან მძიმე ავადმყოფი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, იწვა თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში,“.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი გარდაიცვალა, სულ – 23 ადამიანი.

ქვეყანაში, ჯამში, კორონავირუსის 3913 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან, 22 სექტემბრის დილის მონაცემებით, 1574 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი