ახალი ამბებირეკლამა

ალდაგის დაზღვევის შეძენა საქართველოს ბანკის სერვისცენტრებშია შესაძლებელი

22 სექტემბერი, 2020 • 824
ალდაგის დაზღვევის შეძენა საქართველოს ბანკის სერვისცენტრებშია შესაძლებელი

სადაზღვევო კომპანია ალდაგსა და საქართველოს ბანკს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად მომხმარებლებს დღეიდან შეუძლიათ მიმართონ ბანკის სერვისცენტრებს საქართველოს მასშტაბით და შეიძინონ რამდენიმე სახის დაზღვევა, მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი ავტოდაზღვევა.

სერვის ცენტრებშივე ხელმისაწვდომია სხვა პირისადმი საგზაო პასუხისმგებლობისა და მოგზაურობის დაზღვევებიც.

ალდაგის ავტოდაზღვევა ითვალისწინებს ყველა გავრცელებული რისკისგან დაზღვევას − მათ შორის, შეჯახება, ქურდობა, ძარცვა, ე.წ. „დამხვდა დაზიანებული“ შემთხვევები და სხვა. ალდაგის ავტოდაზღვევის მიღება მომხმარებელს პოლისის დადასტურების შემდეგ სერვისცენტრშივე შეუძლია. ავტოდაზღვევის მომხმარებლებისთვის ალდაგი ინდივიდუალური მიდგომით ხელმძღვანელობს და ხანგრძლივი გამოცდილების მქონე მძღოლებს განსაკუთრებულ ფასს სთავაზობს.

მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა (მპპდ) − ეს არის პროდუქტი, რომელიც  მძღოლს სხვისი ავტომობილის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში იცავს ფინანსური დანაკარგებისგან. მპპდ ისეთ შემთხვევებს ანაზღაურებს, როდესაც დაზღვეული მძღოლის მიზეზით დაზიანებას მესამე პირი იღებს, იქნება ეს კერძო პირი, თუ სახელმწიფო ქონება.

მოგზაურობის დაზღვევა − ამ პროდუქტის მიღება დღეში 1 ლარად არის შესაძლებელი და ისეთ რისკებისგან დაზღვევას გულისხმობს, როგორებიცაა: სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია, რეისის გადადება და ა.შ.

საქართველოს ბანკის სერვისცენტრები მთელ საქართველოშია ხელმისაწვდომი; დაზღვევის შეძენას კი რამდენიმე წუთი სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი