ახალი ამბები

საზმაუს გენერალური დირექტორობისთვის ბრძოლას 4 კანდიდატი განაგრძობს

22 სექტემბერი, 2020 • 783
საზმაუს გენერალური დირექტორობისთვის ბრძოლას 4 კანდიდატი განაგრძობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი განაგრძობს. მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 22 სექტემბერს, ოთხ კანდიდატს დაუჭირა მხარი, შესაბამისად, კონკურსის საბოლოო ეტაპზე თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი გადავიდნენ.

მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, გენერალურ დირექტორს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით 6 წლის ვადით ირჩევს. მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც არღნიშნული პოსტიდან 18 აგვისტოს ვასილ მაღლაფერიძე გადადგა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღო არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების გაჩენის თავიდან ასაცილებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი