ახალი ამბები

ამ დროისთვის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით გაჩერებულია

22 სექტემბერი, 2020 • 985
ამ დროისთვის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით გაჩერებულია

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ამ დროისათვის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით გაჩერებულია.

როგორც რკინიგზა განმარტავს, აღნიშნულის მიზეზი ელექტროსაკონტაქტო ქსელის ანძის დაზიანებაა.

“მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს, საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორმა კომპანიამ, ჩინეთის 23-ე ბიურომ ელექტროსაკონტაქტო ქსელის ანძა დააზიანა, რამაც საქართველოს რკინიგზის მოძრაობა შეაფერხა. ამ დროისათვის დროებით გაჩერებულია მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დაახლოებით 13 საათისთვის განახლდება მოძრაობა. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, — ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი