ახალი ამბები

აჭარის შემდეგ COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

22 სექტემბერი, 2020 • 697
აჭარის შემდეგ COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, მარინა ენდელაძის თქმით, 218 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი მაჩვენებელი კვლავ აჭარაში ფიქსირდება. მეორე ადგილს 47 ინფიცირებულით თბილისი იკავებს. ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • აჭარა – 137
  • თბილისი – 47
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6
  • იმერეთი – 26
  • გურია – 2

22 სექტემბერს, საქართველოში პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 913-ს მიაღწია. მათგან ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 574 ადამიანი, შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 2 291 აქტიური შემთხვევაა. საქართველოში Covid-19-ით 22 პაციენტი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი