ახალი ამბები

22 სექტემბერი: კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22 სექტემბერი, 2020 • 1624
22 სექტემბერი: კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 40 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1574 გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 836.

მასალების გადაბეჭდვის წესი