ახალი ამბები

ხაზარაძე: გამოვდივარ ინიციატივით, აიკრძალოს მევახშეობა

21 სექტემბერი, 2020 • 6323
ხაზარაძე: გამოვდივარ ინიციატივით, აიკრძალოს მევახშეობა

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, აიკრძალოს “მევახშეობა”. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

ხაზარაძე, რომელიც პოლიტიკაში საბანკო ბიზნესიდან მოდის, აცხადებს, რომ ადამიანებს ერთმანეთში ერევათ ბანკი და მევახშე.

“ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს, მე ვეკითხები, რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან ვიღაც კერძო პირის თემას. პირდაპირ მინდა გამოვიდე ინიციატივით. ეთერებით გადის ძალიან არაეთიკური, რბილად რომ ვთქვათ, სარეკლამო რგოლები და ჩვენ, მე პირადად, მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა მოსახლეობას განვუმარტო, მევახშე ქართული განმარტებითი ლექისკონით ნიშნავს კერძო პირს, რომელიც მეორე პირს ასესხებს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი”, – განაცხადა თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ხაზარაძემ და მეორე ინიციატივით ოპოზიციურ პარტიებს მიმართა.

“მეორე ინიციატივა, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციას, შეეშვით უცენზურო და არაერთიკურ თავდასხმებს ყველაზე. თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ლექსიკონი დავხვეწოთ, ვისაუბროთ საქმეზე, ჩვენი აზრები ვაჭიდაოთ ერთმანეთს, მაგრამ შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ. ქვეყანა ვერ განვითარდება”, – აცხადებს ხაზარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი