ახალი ამბები

“მხარდაჭერას არ ნიშნავს” – მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრების საარჩევნო შეხვედრებზე გამოჩენაზე

21 სექტემბერი, 2020 • 1491
“მხარდაჭერას არ ნიშნავს” – მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრების საარჩევნო შეხვედრებზე გამოჩენაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი ამბობს, რომ სასულიერო პირების “ქართული ოცნების” ღონისძიებაზე დასწრება მხარდაჭერას არ ნიშნავს.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა “სიტყვიერი” განცხადება ან მოწოდებაა.

“მათი მისვლა მხარდაჭერას არ ნიშნავს. მხარდაჭერა არის სიტყვიერი განცხადება  და მოწოდება მხარდაჭერისკენ”,-ამბობს შიო მუჯირი.

ჟურნალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ ამ საკითხით, რაც მართმადიდებლური ეკლესიის სხვადასხვა წარმომადგენელი მმართველი პარტიის მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენას ესწრებოდნენ სხვადასხვა რაიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი