ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ აჭარაში გამოვლინდა, შემდეგ მოდის იმერეთის რეგიონი 51 ინფიცირებულით. ეზუგბაიას თანახმად, ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- აჭარა – 92
- იმერეთი – 53
- თბილისი – 31
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8
- გურია – 7
- რაჭა-ლეჩხუმი – 1
- მჩხეთა-მთიანეთი – 1
ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19 კიდევ 193 ადამიანს დაუდასტურდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 695 გახდა. 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 20 გახდა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გარდაცვლილი 60 წლის ქალი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულად ფასდებოდა. ბოლო 24 საათში Covid-19-გან 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 1 534-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსზე 2 ათასზე მეტ ადამიანს მკურნალობენ