ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსით მე-20 ადამიანი გარდაიცვალა

21 სექტემბერი, 2020 •
საქართველოში კორონავირუსით მე-20 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ით მე-20 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია დაღუპულების შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, Stopcov.ge-ზე განახლდა.

ოფიციალური მონაცემებით, დღეს, 21 სექტემბერს ქვეყანაში ვირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3695 გახდა. Covid-19-გან კიდევ 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 1534-ს მიაღწია.

მთავრობის მიერ შექმნილი Stopcov-ის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 4988 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პაციენტია. კორონავირუსით ქვეყანაში 20 ადამიანი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი