ახალი ამბები

21 სექტემბერი: კორონავირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდა

21 სექტემბერი, 2020 • 592
21 სექტემბერი: კორონავირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 695 გახდა. Covid-19-გან კიდევ 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 1534-ს მიაღწია.

მთავრობის მიერ შექმნილი Stopcov.ge-ის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 4 988 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პაციენტია. პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე კორონავირუსით ქვეყანაში 20 ადამიანი გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი