ნეტგაზეთი | აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – Netgazeti
RU | GE  

აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სპუტნიკი”  ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აფხაზეთში სულ კორონავირუსის 878 შემთხვევა არის დადასტურებული, რომელთაგანაც 240 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში, რომელიც სპეციალურად კოვიდინფიცირებულებისთვის გამოყვეს, 78 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და 13  საშუალო სიმძიმისაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი