ნეტგაზეთი | გამოჯანმრთელებისკენ გზა აშკარაა, თუმცა არც ისე მოკლე — ნავალნი გამოჯანმრთელებისკენ გზა აშკარაა, თუმცა არც ისე მოკლე — ნავალნი – Netgazeti
RU | GE  

გამოჯანმრთელებისკენ გზა აშკარაა, თუმცა არც ისე მოკლე — ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საკუთარ Instagram-ზე ბერლინის საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ჩადის კიბეებზე.

პოლიტიკისო ფოტოს თან პოსტს ურთავს, სადაც მისი გამოჯანმრთელების პროცესს აღწერს. როგორც ნავალნი წერს, გამოჯანმრთელებისკენ გზა აშკარაა, თუმცა არც ისე მოკლეა.

“ახლა მე ვარ ადამიანი, რომელსაც ფეხები უკანკალებს, როცა კიბეზე დადის, მაგრამ სამაგიეროდ ფიქრობს: ეს ხომ კიბეა! მასზე ადიან. ალბათ, ლიფტი უნდა მოვძებნო. მანამდე კი უბრალოდ უაზროდ ვიდექი იქ და ვუყურებდი”, — წერს ნავალნი.

ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ – წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მხარდამჭერებმა ეს უკანასკნელი მოითხოვეს და სპეციალური რეისი დააორგანიზეს.

22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს. 7 სექტემბერს ნავალნი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი