ნეტგაზეთი | ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა – Netgazeti
RU | GE  
ცესკო

ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის პარლამენტის, მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის
საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა. რიგითი ნომრები, დღეს, 19 სექტმბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წილისყრით განისაზღვრა.

ამასთან, ცესკოს განკარგულების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს სამივე არჩევნებისთვის იმ რიგითი ნომრის გამოყენება შეუძლიათ, რომელიც მათ დღეს წილისყრით განესაზღვრათ, ან სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ის რიგითი ნომერი გამოიყენონ, რასაც ისინი ბოლო საერთო მუნიციპალიტეტის არჩევნების დროს.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეონის მიზნით 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი არის რეგისტრირებული. დღეს წილისყრის პროცედურაში 47 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა, დანარჩენ 13 საარჩევნო სუბიექტს კი კანონმდებლობის მიხედვით უფლება ჰქონდათ, წილისყრის პროცედურის გარეშე ის რიგითი ნომრები დაეტოვებინათ, რასაც ისინი მანამდე იყენებდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი