ახალი ამბები

ქალმა პოლიტიკოსებმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე მემორანდუმი გააფორმეს

19 სექტემბერი, 2020 • 1131
ქალმა პოლიტიკოსებმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე მემორანდუმი გააფორმეს

ქალმა პოლიტიკოსებმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს. სხვადსხვა პოლიტუკური პარტიის წევრმა ქალებმა მემორანდუმს ხელი დღეს, 19 სექტემბერს, პარლამენტის წინ მოაწერეს.

როგორც მემორანდუმშია აღნიშნული, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვადასხვა საშუალებით გავრცელების ან ამ კადრების გავრცელებით მანიპულირების და შანტაჟის განსაკუთრებული სამიზნე ქალები არიან.

ასევე, მემორანდუმში აღნიშნულია, რომ პირადი ცხოვრებით მანიპულირება ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.

“ჩვენ, პოლიტიკოსი ქალები ჩვენი პარტიული კუთვნილების თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, დღეს ვერთიანდებით, რომ დავგმოთ ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღება, გავრცელება და კადრების გავრცელებით დაშინება და შანტაჟი.
პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა, რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ესაა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ძირითადი უფლება”, — ნათქვამია მემორანდუმში.

როგორც მემორანდმუში ვკითხულობთ, დაუშვებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოყენება დაშანტაჟების მიზნით.

“ჩვენ ვგმობთ მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანას. ქალების წინააღმდეგ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ ძირს უთხრის წარმომადგენლობით დემოკრატიას.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას უმკაცრესი რეაგირება მოახდინონ ამგვარ ფაქტებზე. ვერავინ ვერ უნდა გაბედოს უხეშად ხელყოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა”, — ნათქვამია მემორანდუმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი