ნეტგაზეთი | ხარაზიშვილის თქმით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტთან მანამდე დაპირისპირება არ ჰქონია ხარაზიშვილის თქმით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტთან მანამდე დაპირისპირება არ ჰქონია – Netgazeti
RU | GE  

ხარაზიშვილის თქმით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტთან მანამდე დაპირისპირება არ ჰქონია

რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი რამაზ ხარაზიშვილი ამბობს, რომ კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიასთან ადრე კონფლიქტი არ ჰქონია. “ფორმულასთვის” მიცემულ ინტერვიუში ზარაზიშვილი ასევე აცხადებს, რომ ინციდენტის დღეს მისი დაჭრის ბრალდებით დაკავებული ბესელია მთვრალი იყო. რაგბისტი განმარტავს, რომ არც ვიცე-პრეზიდენტთან და არც კავშირის რომელიმე წევრთან დაპირსპირება არ ჰქონია და საინიციატივო ჯგუფის სახელით მათთან მხოლოდ რაგბში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა.

“რაც შეეხება შემთხვევას, სამუშაო შეხვედრაზე მივდიოდი, სადაც კლუბები იკრიბებოდნენ. კავშირის შესასვლელთან მთვრალი ვიცე-პრეზიდენტი დამხვდა, რომელიც გამგეობის თავმჯდომარეს ესაუბრებოდა. დამიძახა, სხვადასხვა კითხვა დამისვა, რომელიც ეხებოდა მის პრეზიდენტად გახდომას… მოკლედ, აბსურდული კითხვები იყო. ვუთხარი, რომ შეხვედრაზე მეჩქარებოდა, წამოსვლა დავაპირე და ამ დროს ცინიკურად მომმართა. როდესაც მივუტრიალდი და ვკითხე, ეს მომართვა რას ნიშნავდა, პასუხი ვერ გამცა და მესროლა. ეს იყო სულ. მასთან არანაირი დაპირისპირება მანამდე არ მქონია, ისევე როგორც არ მქონია დაპირისპირება რაგბის კავშირის არცერთ “ჩინოვნიკთან”,-ამბობს ხარაზიშვილი.

16 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანების ბრალდებით რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავა. შსს-ს თანახმად,  ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა რამაზ ხარაზიშვილს.

კონფლიქტი ფინანსური საკითხების განხილვას არ უკავშირდებოდა – რაგბის კავშირი დაჭრის ფაქტზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.