ახალი ამბები

აშშ-ში TikTok-სა და WeChat-ს ვეღარ გადმოწერენ

18 სექტემბერი, 2020 •
აშშ-ში TikTok-სა და WeChat-ს ვეღარ გადმოწერენ

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 20 სექტემბრიდან აშშ-ის მოსახლეობა აპლიკაციების – TikTok-სა და WeChat-ის სმარტფონებში გადმოწერას ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის პრესრელიზში.

აშშ-ის ხელისუფლებას ჩინური აპლიკაციები უსაფრთხოების კუთხით პრობლემურად მიაჩნია.

“ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ” აჩვენა მოტივები, რომ აღნიშნული აპლიკაციების გამოყენებით აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას შეუქმნას საფრთხე”, – წერს სავაჭრო დეპარტამენტის მდივანი პრესრელიზში.

დოკუმენტის თანახმად, ორივე აპლიკაცია საფრთხის შემცველია მომხმარებელთა პირადი მონაცემების “უდიდესი ნაწილის” შეგროვებისა და ჩინეთის მმართველი პარტიის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობის ფონზე.

Forbse-ის თანახმად, სმარტფონების მომხმარებლები აპლიკაციებს 20 სექტემბრიდან ვეღარ გადმოიწერენ, უშუალოდ WeChat-ის მომხმარებლებს კი ასევე შეეზღუდებათ აპლიკაციის ფინანსური ტრანზაქციების მიზნით გამოყენების უფლება.

Financial Times-ის მიხედვით, აშშ-ში TikTok-ის მოხმარება გარკვეული ხნის განმავლობაში კვლავ შეეძლებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აპლიკაცია უკვე გადმოწერილი აქვთ. თუმცა, ეს ტენდენციაც ნელ-ნელა დაიკლებს, ვინაიდან მომხმარებლებს პროგრამის განახლების საშუალება აღარ ექნებათ.

ჯერჯერობით აღნიშნული აპლიკაციების ბედი აშშ-ში საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, რადგან მათ მილიონობით ამერიკელი იყენებს. მომხმარებელთა ნაწილი და თავად კომპანია ტრამპის ხელისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი