ახალი ამბები

13 კრიტიკული პაციენტიდან 5 ხელოვნურ სუნთქვაზეა – გამყრელიძე

18 სექტემბერი, 2020 • 731
13 კრიტიკული პაციენტიდან 5 ხელოვნურ სუნთქვაზეა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, Covid-19-ით ამჟამად ინფიცირებული 1 639 პაციენტიდან 5 ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, მათგან ოთხი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.

გამყრელიძის თქმითვე, ამ ეტაპზე ვირუსი მძიმედ 70-მდე პაციენტის შემთხვევაში მიმდინარეობს, ხოლო აქტიური შემთხვევების, დაახლოებით, 10-15%-ში ვირუსი უსიმპტომოა. ამირან გამყრელიძის ცნობითვე, უსიმპტომო პაციენტები, ძირითადად, საკარანტინო სივრცეებში არიან გადაყვანილნი.

“8 პაციენტი ასევე კრიტიკულია, თუმცა ისინი არიან ჟანგბადდამოკიდებულნი, ძირითადად, ე.წ. სიპაპზე. ზოგადად, მძიმედ მიიჩნევა 70-მდე პაციენტი. დანარჩენი პაციენტები მიაეკუთვნებიან მსუბუქ და საშუალო კატეგორიას,” – აცხადებს გამყრელიძე.

დღეს, 18 სექტემბერს, ქვეყანაში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვი 3 119-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 435 პაციენტი. ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვალების 19 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი