დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყნის კლინიკებში მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსის მქონე 5-დან 4 პაციენტი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.

18 სექტემბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსი 782 პაციენტს დაუდასტურეს, 226 პაციენტი  გამოჯანმრთელდა, 7 კი  გარდაიცვალა.

აფხაზეთში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 5 ოქტომბრიდან ისევ შეზღუდვები დაწესდება.