ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქორწილები ისევ აიკრძალება – აფხაზეთი 5 ოქტომბრიდან შეზღუდვებს აწესებს

18 სექტემბერი, 2020 • 652
ქორწილები ისევ აიკრძალება –  აფხაზეთი 5 ოქტომბრიდან შეზღუდვებს აწესებს

აფხაზეთში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 5 ოქტომბრიდან შეზღუდვები დაწესდება. შესაბამის განკარგულებას დე ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.

შესაბამისად, აფხაზეთში იკრძალება მასობრივი, სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებები დახურულ სივრცეებში. ასევე, ქორწილები და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები.

ამასთან, განისაზღვრება სამგლოვიარო ცერემონიალებში მონაწილე პირთა რაოდენობაც.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდებს შორის მანძილი 1.5 მეტრი უნდა იყოს, პერსონალი კი,  სამედიცინო პირბადეებში და ხელთათმანებით აღჭურვილი.

სავალდებულო ხდება ყოველდღიური დეზინფექციის ჩატარება პროდუქტის ბაზრობებზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სალონებში.

დღეის, 18 სექტემბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსი 782 პაციენტს დაუდასტურეს, 226 პაციენტი  გამოჯანმრთელდა, 7 კი  გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი