ახალი ამბები

ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით — ეზუგბაიას განმარტება

18 სექტემბერი, 2020 • 1242
ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით — ეზუგბაიას განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 18 სექტემბერს გამოვლენილი კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარაში — 129 (აქედან:  114 ბათუმში გამოვლინდა, 11 — ქობულეთში,  3 — ქედაში, 1 — შუახევში),
  • თბილისში — 34,
  • იმერთში — 11,
  • ქვემო ქართლში (რუსთავში) — 4,
  • გურიაში — 3 ,
  • კახეთში — 1.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში 1657 პაციენტი მკურნალობს და მეთვალყურეობას გადიან, რომელთაგან 11 არის კრიტიკულად მძიმე, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა 75-ს აჭარბებს.

18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 182  ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3119  გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა მოცემული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-ით  გაიზარდა და ამჟამად 1435-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი