თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 18 სექტემბერს გამოვლენილი კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარაში — 129 (აქედან: 114 ბათუმში გამოვლინდა, 11 — ქობულეთში, 3 — ქედაში, 1 — შუახევში),
- თბილისში — 34,
- იმერთში — 11,
- ქვემო ქართლში (რუსთავში) — 4,
- გურიაში — 3 ,
- კახეთში — 1.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში 1657 პაციენტი მკურნალობს და მეთვალყურეობას გადიან, რომელთაგან 11 არის კრიტიკულად მძიმე, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა 75-ს აჭარბებს.
18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3119 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა მოცემული.
ამავე ვებგვერდის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ამჟამად 1435-ს შეადგენს.
